ჩვენს რობოტებს სურვილი აქვთ იმუშაონ თქვენთვის!!!!


რა არის სავაჭრო რობოტის უპირატესობა? ეს არის პროფესიონალური ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს მმართველს ან კერძო ტრეიდერს, მაქსიმალური ეფექტურობით იმუშაოს ბაზარზე
ნებისმიერი ბაზრისთვის რობოტის ავტონომიურობა და პარამეტრების მოქნილობა განსაზღვრავს სავაჭროსისტემის წარმატებას. ჩვეულებრივი ადამიანი ვერ იმუშავებს 24 საათის განმავლობაში - რობოტს კიშეუძლია და ვალდებულიც არის!
საიდუმლო არ არის, რომ ყველა საინვესტიციო ბანკი და მმართველი კომპანიები იყენებს სავაჭრო რობოტებს საქმიანობაში.

როგორ უნდა შეიმუშაოთ ან შექმნათ (დაწეროთ კოდი) სავაჭრო რობოტი Metatrader4 ტერმინალისთვის ?

რამდენად რთულია სავაჭრო რობოტის შექმნა და შექმნის პროცესი? თუ ეს ყოველივე ახალბედა ტრეიდერის ძალებშია?

შევეცადოთ, ამ კითხვებზე უფრო დეტალურად გავცეთ პასუხი:

ამოცანის მისაღწევათ უნდა დავიცვათ სავაჭრო რობოტის შექმნის ზოგადი სქემა:
მომგებიანი სავაჭრო ალგორითმი არის წარმატების გასაღები და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი! სავაჭრო ალგორითმი არის მთავარი ბირთვი განვითარებისა და სავაჭრო რობოტის შექმნისათვის.
სად მოვიძიოთ ეს ალგორითმები ? ეს შეიძლება იყოს სასარგებლო იდეები ან სხვა გამოცდილი ტრეიდერების რჩევები. ან შეიძლება მიიღოთ ბაზრის ქცევისა და დაკვირვების შედეგათ თქვენი პირადი გამოცდილებით.
მეორე ეტაპზე საჭიროა წარმოადგინოთ თქვენი ანალიზი, იდეები და დაკვირვებები გარკვეული შუალედური ეტაპის სახით
ტექნიკური დავალება, რომელიც პროგრამისტისთვის უკვე გასაგებია, საშუალებას მისცემს აღწეროს ბაზრის კანონები და წარადგინოს თქვენი დაკვირვებები მათემატიკურად ან გრაფიკულად.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ძალიან მოსახერხებელია, როდესაც თქვენი პოზიციის გახსნის სიგნალები ან ბაზრის ფორმაციები წარმოდგენილია გრაფიკულად. ეს შემდგომი ეტაპისთვის ამარტივებს სავაჭრო რობოტის შექმნის პროცესს.
მესაამე ეტაპი: კოდი თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თავადაც (თუ ფლობთ პროგრამირების ენას თვენი პლატფორმისთვის) ან ეს საქმე დაავალოთ გამოცდილ პროგრამისტებს,რომლებიც იცნობენ საფონდო ან სავალუტო ბაზარს. მნიშვნელოვანია, რომ კოდის დეველოპერებს სავაჭრო პლატფორმისთვის ჰქონდეთ პროგრამების წერის და სხვადასხვა ფორს- მაჟორულ ფაქტორებთან გამოცდილება, რომლებიც სავაჭრო რობოტის შემდგომ გამოყენებაში შეიძლება წარმოიშვას.
სავაჭრო რობოტის შექმნის მეოთხე ეტაპი, როგორც წესი გულისხმობს ტესტირებას ჯერ დემო ანგარიშზე ხოლო შემდეგ ამავე რობოტის ტესტირება რეალურ ფულზე და სავაჭრო ანგარიშებზე.
ხშირად შესაძლებელია, ისეთი ფაქტორების წინასწარ განსაზღვრა, როგორიცაა: ბროკერის კოტირებების დაგვიანება, ფასის გაცურება განაცხადების გაკეთების დროს, მაგრამ მიზანშეწონილია ამ ყველაფრის შემოწმება რეალურ ანგარიშზე.
ფორმალურად, სავაჭრო რობოტი უკვე შექმნილია და თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მისი გამოყენება. მაგრამ ნუ გაგვიხარდება დროზე ადრე, რადგანაც ყოველ ეტაპზე თქვენ გელოდებათ ბევრი უსიამოვნო ფაქტორი, მაგალითად: სავაჭრო რობოტის შექმნის პროცესში არ გაითვალისწინეთ თქვენს ალგორითმში გარკვეული დეტალი, რომელიც ვაჭრობის დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თქვენს ბროკერს მოუვიდა გარკვეული შეფერხება ან თუნდაც ეს პრობლემა გამოიწვია ბირჟამ და სავაჭრო რობოტმა ჩაატარა არაპროგნოზირებადი ქმედებები. კარდინალურად შეიცვალა ბაზარი და საჭირო ხდება კორექტირებების შეტანა სავაჭრო რობოტის ალგორითმში. გამოჩნდა გაუთვალისწინებული ფაქტორები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რობოტის გაუმართაობა: ყველაფრის გასავლელად და წარმატების მისაღწევათ მოგიწევთ შექმნათ ტრეიდერების, პროგრამისტებისა და მათემატიკოსების კარგად კოორდინირებული გუნდი. მომგებიანი სავაჭრო რობოტების შექმნა ზოგჯერ რამდენიმე თვის და წლების განმავლობაში წარმოებს. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ დავაჩქაროთ სავაჭრო რობოტების შექმნის პროცესი და თავიდან აგაცილოთ ბევრი შეცდომა, რომლებიც დიდი ხნის წინ თავად დავუშვით, საფონდო ბაზართან გაცნობის პირველ ეტაპზე. სავაჭრო რობოტის შეკვეთისას ვმოქმედებთ შემდეგი სქემით: წინასწარ გვიგზავნით სავაჭრო რობოტის ალგორითმს, რომლის რეალიზებაც გსურთ. ამ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე არ გაგვიმხილოთ თქვენი მომავალი რობოტის ყველა წვრილმანი და საიდუმლო. ჩვენ მხოლოდ საერთო სქემა გვჭირდება დროის შესაფასებლათ, რომელიც სამუშაოს შესრულებას დაეთმობა.
წინასწარი ალგორითმის მიღებისას, შევაფასებთ სავაჭრო რობოტის შექმნის სავარაუდო ღირებულებას, განვსაზღვრავთ ამ პროგრამის დაწერის შესაძლებლობას და ასევე განვსაზღვრავთ პლატფორმას, რომელიც საშუალებას მოგცემთ ეფექტურად ამუშაოთ თქვენი ალგორითმი.


ფასის და ვადების შეთანხმების შემთხვევაში თქვენ იხდით ღირებულების 50% ავანსის სახით. ამის შემდეგ ვრთავთ თქენს შეკვეთას სამუშაო გეგმაში და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.
თქვენს ალგორითმთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების არსებობის შემთხვევაში, ხდება მათი დაზუსტება და გადასვლა სამუშაო პროცესზე.
სასურველია მოგვაწოდოთ სიგნალების გრაფიკული სურათი (მათი არსებობის შემთხვევაში), რადგან როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ხშირად შეუძლებელია ბაზარზე შექმნილი ვითარების ახსნა სიტყვიერად.
სამუშოს დასრულების შემდეგ, რობოტი გაივლის ტესტირების ეტაპს. შემდგომ თქვენ სრულად გადაიხადით შეკვეთის საფასურს და მიიღებთ მზა პროდუქტს შემოწმებისთვის. ალგორითმთან დაკავშირებული უზუსტობების შემთხვევაში შეგიძლიათ კორექტირებების შეტანა. ამ ეტაპზე ჩატარებული სამუშაოები უფასოა.


რობოტის შექმნის პროცესი დამოკიდებულია ალგორითმის სირთულეზე და როგორც წესი გრძელდება 2- დან 8 კვირამდე და 1 კვირა, კორექტირებების შესატანად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გაქვთ კარგი ალგორითმი?

თქვენ გადაწყვიტეთ შექმნათ სავაჭრო რობოტი?

მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე business@wt.ge

ჩვენ შევათანხმებთ თქვენთან, მომავალი სავაჭრო რობოტის ყველა დეტალს და დაგეხმარებით მის რეალიზებაში!!!


გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომლითაც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაგენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე გასათვალისწინებელია რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი. 
სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19